ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок ягода фон страницы фон страницы
შინაარსი

სახლის ორცხობილა ხილის პიურეთი

სახლის ორცხობილა ხილის პიურეთი
  • 7 ინგრედიენტები
  • 40 წუთი
  • საშუალო სირთულის
  • 4 პორციები

მომზადების წესი:

მოდით, მთელი ოჯახისთვის სახლში მოვამზადოთ სასარგებლო ორცხობილა! ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები დააფასებენ იდეას – ხილის პიურეს დამატება ამცირებს დამატებული შაქრის რაოდენობას. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გემო: ვაშლი, ბანანი, ატამი, მანგო, მარწყვი.

ინგრედიენტები:

  • საბავშვო ხილის ან ხილ-კენკროვანი პიურე – 90 გ
  • კარაქი – 50 გ
  • კვერცხი – 1 ც
  • ფქვილი – 2 ჭიქა
  • შაქარი – 2 ს.კ.
  • სოდა – 0,5 ჩ.კ.
  • მარილი – მწიკვი

მომზადების წესი:

  1. აურიეთ კვერცხი და პიურე ჯამში. თუ ბავშვთან ერთად ამზადებთ, მიეცით საშუალება თვითონ გახსნას პიურეს შეფუთვა და ჩაწუროს ჯამში.
  2. დაჭერით ცივი კარაქი პატარა ნაჭრებად და დაამატეთ ჯამში.
  3. დაუმატეთ ნახევარი ფქვილი, მარილი, შაქარი და სოდა. კარგად აურიეთ, შემდეგ ჩაზილეთ ჩანგლით ან ხელით.
  4. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, რომელიც რბილი იქნება, მაგრამ ხელზე არ მიგეკვრებათ.
  5. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ორცხობილების ფორმირება: გააკეთეთ პატარ-პატარა ბურთულები. მიეცით ბავშვს საშუალება გააკეთოს ბურთულები და დაალაგოს ზეთის წასმულ, პერგამენტგადაფარებულ საცხობ ფირფიტაზე.
  6. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოაცხვეთ 20–25 წუთი, ეცადეთ, რომ არ გამოშრეს. გააჩნია ღუმელის ზომასა და ფირფიტის მდებარეობას — შეიძლება ადრე გამოღებაც გახდეს საჭირო.

გემრიელად მიირთვით!

Сырники из детского творога
  • 4 ინგრედიენტი
  • 15 წუთი
  • მარტივი
ხილის ომლეტი
  • 5 ინგრედიენტები
  • 15 წუთი
  • მარტივი
Творожные пирожки
  • 7 ინგრედიენტები
  • 40 წუთი
  • საშუალო სირთულის
ხაჭოს კასეროლი ხილით Творожная запеканка с фруктами
  • 6 ინგრედიენტები
  • 40 წუთები წუთი
  • საშუალო სირთულის