ისტერიკები ბავშვთან: ფსიქოლოგის რჩევები
ისტერიკები ყველა ბავშვს და ზოგადად, ყველა ადამიანს ემართება. ეს სრულიად ნორმალურია, თუ ერთჯერადია და გამოწვეულია ჩვეული ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე გარემოებებით.
სრულიად ასახსნელია, თუ ბავშვს ისტერიკა დაემართება თვითმფრინავში ხანგრძლივი ფრენის დროს, უცნობ ადამიანებთან სტუმრობის შემდეგ, ძლიერი განცდების, შეშინების, პატარაზე მზრუნველი უფროსების განწყობის ან ქცევის მკვეთრი ცვლილებების (თუ დედა ხმამაღლა ტირის, საკმაოდ მალე მას ბავშვიც შეუერთდება), გადაღლის, დღის რეჟიმის ძლიერი დარღვევის (დღის ძილი გამოტოვა, ან ღამით ვერ გამოიძინა) შედეგად. ზოგიერთი ბავშვი უკიდურესად მგრძნობიარეა რეჟიმის დარღვევის მიმართ, მათ ისტერიკები უფრო ხშირად ემართებათ, სხვები უფრო მდგრადები არიან, და მათი აფეთქებები თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს
ხშირად ბავშვთა ისტერიკების მიზეზი ცუდი თვითშეგრძნება, დაავადების დაწყება, ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ტკივილი ხდება.
გარდა ამისა, ისტერიკებით მიმდინარეობს 1 და 3 წლის ასაკობრივი კრიზისები.
სულ სხვა საქმეა, თუ ისტერიკა ჯანმრთელ ბავშვს ჩვეულებრივ პირობებში ემართება, როგორც სიტყვა „არა“-ზე რეაქცია, როგორც სხვა ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. ასეთ შემთხვევებში აზრი აქვს მთელ ოჯახს მიმართოს ოჯახის ან ბავშვთა ფსიქოლოგს და მასთან ერთად შეიმუშაოს ასეთ ეპიზოდებზე რეაგირების ხერხი. თუ ისტერიკები მოულოდნელად იწყება და არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანების ქცევაზე — მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ნევროლოგს კონსულტაციისთვის.