არასასურველი რჩევები ბავშვების აღზრდაზე
როდესაც გაკრიტიკებენ და თავს გახვევენ არასაჭირო ან აბსურდულ რჩევებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, აზრი აქვს, დააკვირდეთ მომცემს. შემთხვევითი გამვლელი, რიგში მდგომი ადამიანი ან ტრანსპორტში მყოფი მგზავრი — ასეთ ადამიანს შეგიძლიათ თავი დაუქნიოთ, თავაზიანად გაუღიმოთ და მშვიდად შებრუნდეთ: თქვენ გაქვთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე არაპროდუქტიულ დისკუსიებში ჩართვა, თქვენი განწყობისა და სიმშვიდის რისკის ქვეშ დაყენება.
ეს ადამიანები თქვენს გვერდით ექსპერტებად გრძნობენ თავს და სარგებლობენ შემთხვევით, რომ ვინმეს ცხოვრება ასწავლონ. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი მშობლები იყვნენ ისინი თავად და როგორ გრძნობდნენ თავს მათი საკუთარი შვილები.
მრჩეველებს შეიძლება არც კი ჰყავდეთ საკუთარი შვილები, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, როგორ აღზარდონ თქვენი. „ ბავშვს ქუდი დაახურეთ, ხომ გაიყინება!“ — ეს მათი მშობლისეული კომპეტენციის ზღვარია.
და რა უნდა გააკეთოთ, თუ გაკრიტიკებთ ვინმე ახლობელი, მეგობარი ან ოჯახის წევრი? ასეთ სიტუაციაში აზრი აქვს, აირჩიოთ ფიგურა, რომელზეც დაეყრდნობით, თუ თქვენი აღზრდის სტრატეგიის შესახებ დიალოგის თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს თქვენი პედიატრი ან ბავშვთა აღზრდის ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორი. პედიატრთან ოდნავ ადვილია, რადგან მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება უფრო რთულია, ვიდრე წიგნიდან მიღებული ცოდნის.