ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

ბავშვის კვება ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ

ძუძუთი კვების სწორად დასრულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროცესის სხვა ეტაპები.

რაც შეეხება კვებას, დედამ უნდა გადახედოს საკუთარ მენიუს და ოდნავ შეამციროს საკვების რაოდენობა. ბევრ ქალთან ეს ბუნებრივად ხდება – უბრალოდ, მადა იკლებს. თუ ეს არ მოხდა და დედა არასასურველ წონაში მატებას ამჩნევს, მაშინ კვება უნდა დარეგულირდეს.

რაციონიდან პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მაღალკალორიული პროდუქტები, რომლებსაც დიეტური ღირებულება არ გააჩნიათ: ტკბილეული, ხორცის ნახევარფაბრიკატები, ფასტფუდის პროდუქტები, სხვადასხვა სნეკები.

სხვათა შორის, ძუძუთი კვების დასრულებიდან სწორედ პირველი 2 თვეა კრიტიკული ზედმეტი წონის მომატების თვალსაზრისით.

მეორე მხრივ, დედისთვის მნიშვნელოვანია ძალების აღდგენა, რადგან კვება მისი საკვები ნივთიერებების დიდ ნაწილს იტაცებდა. ამიტომ რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ნუტრიენტს; განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სრულფასოვანი ცილის, რკინისა და ვიტამინების წყაროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ინდივიდუალური რეკომენდაციებიც გახდეს საჭირო, რომელსაც ექიმი მოგცემთ.

რაც შეეხება პატარას, თუ ძუძუთი კვება ერთი წლის შემდეგ სრულდება, მაშინ მის კვებაში უკვე საკმარისი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ძუძუთი რძე ამ პერიოდში არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაში. ყველაზე ხშირად ყველაზე დიდხანს რჩება ღამის კვება (ძილის წინ და როცა ბავშვს უკვე სძინავს), მათი სრულად ჩანაცვლება შესაძლებელია მაწვნის სასმელებით (იოგურტი, საბავშვო კეფირი, ბიოლაქტი). ასევე არ დაგავიწყდეთ, პატარას ღამით სუფთა წყალი შესთავაზოთ, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ან გათბობის სეზონზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლაქტაციის დასრულება თანდათანობით უნდა მოხდეს: ასე უკეთესი იქნება დედის ჯანმრთელობისთვის და ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu