ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

ბავშვის უსაფრთხოება საბავშვო მოედანზე

ყველა ბავშვს უყვარს საბავშვო მოედნები. როგორ გავხადოთ სეირნობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ უსაფრთხოც?

ნებისმიერ მოედანზე პატარას თვალი უნდა ადევნოთ და მარტო არ დატოვოთ.

როდესაც პირველად მიხვალთ მოედანზე, განსაკუთრებით თუ ის თქვენთვის უცნობია, შეამოწმეთ, რამდენად მოვლილია ის, ხომ არ არის დაზიანებული და არაფუნქციური ელემენტები, სუფთაა თუ არა, დახურულია თუ არა ქვიშის ყუთი. არ მისცეთ თქვენს შვილს უფლება გამოიყენოს გაფუჭებული საქანელა ან კარუსელი: ეს შეიძლება საშიში იყოს.

საქანელა და კარუსელი. თუ პატარა თავად ქანაობს, უნდა შეამოწმოთ, შეუძლია თუ არა მას თქვენი დახმარების გარეშე ჩამოსვლა საქანელიდან, რამდენად საიმედოდ ზის ის, ხომ არ შეიძლება გადმოცურდეს. ასევე, ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი იმ ზონას, სადაც საქანელებია განლაგებული.

კარუსელი. უნდა აუხსნათ ბავშვს, რომ არ შეიძლება კარუსელზე ასვლა და ჩამოსვლა, სანამ ის ტრიალებს და თვალი ადევნოთ ამ წესის შესრულებას.

ქვიშის ყუთი. შეამოწმეთ, ხომ არ არის ქვიშაში ცხოველების ექსკრემენტები, მინა, შპრიცები. ბავშვები ხშირად იწყებენ ქვიშისგან გაკეთებული "საკვების" გასინჯვას, ამიტომ თვალი ადევნეთ თქვენს პატარას, რათა არც ქვები და არც სხვა „ხელთ არსებული მასალები“ არ ჩაიდოს პირში.

სასრიალოები. შეამოწმეთ, საკმარისად მაღალია თუ არა სასრიალოს გვერდები, როგორია მისი დახრა. დააზღვიეთ თქვენი შვილი თუნდაც პირველად: ზოგჯერ სასრიალოები სველია და დაშვება ზედმეტად სწრაფი გამოდის, ბავშვი შეიძლება დაეცეს. ასევე მიაქციეთ ყურადღება ასასვლელს — ხომ არ არის კიბე ზედმეტად ციცაბო. როდესაც პატარა ჩამოსრიალდება, ასწავლეთ მას მაშინვე გაწევა, რათა მის უკან მყოფი ბავშვი არ დაეჯახოს.

ბატუტები. წესების მიხედვით, უმჯობესია, თუ ბავშვი ბატუტზე მარტო ხტუნავს. ასევე უნდა იყოს ბადე გვერდებზე, რათა ის არ გადმოხტეს ბატუტის გარეთ და არ მიიღოს ტრავმა.

სხვა ბავშვები. თუ ხედავთ, რომ უფროსი ბავშვები რაიმე მოძრავ თამაშს თამაშობენ — ან ყურადღებით ადევნეთ თვალი, ან მოიფიქრეთ, როგორ გადაიყვანოთ ბავშვი სხვა ადგილას, რათა მოთამაშე „ზრდასრულებმა“ შემთხვევით არ დაარტყან პატარას. ასევე არ დატოვოთ პატარები ერთმანეთთან. ბავშვები ახლა სწავლობენ სამყაროს და მათთვის ყველაფერი საინტერესოა: ქვიშის თვალებში ჩაყრა მეგობრისთვის, ან რაიმე ნივთის თავში ჩარტყმა. კარგია, თუ ამ მომენტში ახლოს იქნება ზრდასრული, რომელიც მშვიდად და კეთილგანწყობით აუხსნის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

ყურადღება მიაქციეთ უცნობ მარტოხელა მოზრდილებს. გასაგებია, რომ ადამიანების უმეტესობას არავისთვის არაფერი ცუდი არ სურს, მაგრამ მაინც სიფრთხილე არ აწყენს.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu