ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

როგორ ვესაუბროთ პატარას, რომელიც ლაპარაკს სწავლობს

აუცილებელია, რომ ბავშვთან მეტყველებითი კომუნიკაციის ერთიანი მოთხოვნები დაიცვან ყველა იმ ახლობელმა ზრდასრულმა, ვინც მასთან დიდ დროს ატარებს: ყველა უნდა ესაუბროს მას ნებისმიერ შესაძლო სიტუაციაში — ყოველდღიურ ცხოვრებაში, თამაშებისა და მეცადინეობების დროს, მაღაზიაში ან სტუმრად წასვლისას. რადგან მეტყველების უნარი ბავშვს მიბაძვის საფუძველზე უყალიბდება, აუცილებელია, რომ გარშემომყოფთა მეტყველება იყოს სწორი და მისაბაძი. ბავშვებში მეტყველების ეტალონების ათვისება სპონტანურად, გაუცნობიერებლად ხდება, ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ ბავშვმა მეტყველების არასწორი ვარიანტი აირჩიოს, რომელიც დროთა განმავლობაში განმტკიცდება. გარდა ამისა, პატარა კოპირებს მეტყველების პროცესის სხვა მხარეებსაც: ხმის სიძლიერეს, ტემპსა და რიტმს, ინტონაციურ გაჯერებას — ზოგადად, ლაპარაკის მანერას. შეეცადეთ, არ ემოციურობდეთ ბავშვთან საუბრისას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა ვეცადოთ, რომ გარშემომყოფი უფროსებისა და უფროსი ასაკის ბავშვების მეტყველება შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს:

  • სისწორე — უფროსები უნდა საუბრობდნენ სუფთად, მეტყველების დარღვევების გარეშე;
  • სიცხადე — სიტყვები წარმოითქმის მკაფიოდ, ხშირად ბგერების გაზვიადებული არტიკულაციით (ბავშვი უნდა ხედავდეს უფროსის ტუჩების მოძრაობას), მახვილიანი მარცვლის გამოყოფით;
  • სიმარტივე — უფროსი საუბრობს მარტივი, მოკლე ფრაზებით 2-4 სიტყვისგან;
  • განმეორებადობა — ერთსა და იმავე სიტყვებს, სიტყვათშეხამებებსა და წინადადებებს უფროსი რამდენჯერმე იყენებს ერთი მეცადინეობის დროს, შემდეგ კი იმეორებს მათ მომდევნო შეხვედრებზე;
  • მრავალფეროვნება — უფროსი იყენებს სხვადასხვა ინტონაციას, ცვლის ხმის სიძლიერესა და მეტყველების ტემპს, აკეთებს პაუზებს.

კითხვების დასმისას არ უნდა მოვთხოვოთ პატარას მყისიერი პასუხი. უფროსი ეკითხება, აკეთებს პაუზას, შემდეგ კი თავად პასუხობს შეკითხვას. მას შემდეგ, რაც ბავშვი მრავალჯერ მოისმენს საგნის სახელს, ხელში აიღებს, შეეხება და დაათვალიერებს, მასთან იურთიერთებს, შეგვიძლია ვთხოვოთ პატარას, მოიტანოს (აჩვენოს, იპოვოს, მოაწოდოს) ნაცნობი ნივთი.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu