როგორ შევამციროთ შფოთვა ორსულობის დროს კვების დახმარებით
იშვიათი ქალი დაიკვეხნის აბსოლუტური სიმშვიდით მთელი ორსულობის განმავლობაში. შფოთვასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ლიტერატურა და მედიტაცია, არამედ ზოგიერთი საკვები პროდუქტიც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რაციონი უნდა იყოს საკმარისი და სრულფასოვანი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს:
- B ჯგუფის ვიტამინები — აუცილებელია ნერვული სისტემის მუშაობისთვის, ხოლო სტრესისა და მომატებული ემოციური დატვირთვის პერიოდში მათზე მოთხოვნილება იზრდება. წყაროებია: მთელი მარცვლეული და მისგან დამზადებული პროდუქტები, ქატო, ხორცის და რძის პროდუქტები, პარკოსნები, კვერცხის გული;
- ვიტამინი C — წყაროებია: კივი, მარწყვი, ასკილი, ციტრუსები, ფოთლოვანი მწვანილი, მჟავე კომბოსტო, ბულგარული წიწაკა;
- ვიტამინი E — მცენარეული ზეთები, თხილეული, თესლეული, ასპარაგუსი, ფოთლოვანი მწვანილი, ისპანახი, ორაგული, კვერცხი;
- კალციუმი — ხაჭო, ყველი, რძის პროდუქტები, ძვლოვანი თევზი;
- ქრომი — ბროკოლი, თაფლი, ყურძენი, ქიშმიში, მარცვლეული, მარცვლოვანი პური;
- რკინა — წითელი ხორცი, ღვიძლი;
- მაგნიუმი — მარცვლეული, თხილეული, ზღვის პროდუქტები, მწვანილი;
- კალიუმი — ბოსტნეული, თხილეული, ხილი;
- თუთია — ზღვის პროდუქტები, გოგრის თესლი, კვერცხი, ინდაური, მარცვლეული.
შფოთვას ამძიმებს:
- ყავა და კოფეინის შემცველი პროდუქტები;
- ფასტფუდი;
- ტკბილეული და რაფინირებული შაქარი;
- ალკოჰოლი.