იმუნიტეტის გაძლიერება სტრესის შემცირებით
სტრესი ორსულობის დროს და მისი მართვა
ძლიერი და ხანგრძლივი სტრესი თრგუნავს მთელ ორგანიზმს, მათ შორის იმუნურ სისტემას, რომელიც გვიცავს დაავადებებისგან. ორსულობის დროს ის ორმაგად ძლიერად მოქმედებს, რადგან ქალის ორგანიზმი ისედაც დიდ დატვირთვას განიცდის. სტრესის შედეგებია — საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლილობა და ძილიანობა, მოთენთილობა. მათ შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, გულისრევა, მეხსიერების დარღვევები, მომატებული სინათლის მიმართ მგრძნობელობა. ძლიერი სტრესი იწვევს ძილის დარღვევასა და დეპრესიის სიმპტომებს.
სამი ჩვევა სტრესის შესამცირებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად
- ყოველდღიური ნახევარსაათიანი გასეირნება ბუნებაში. ისეირნეთ და დაათვალიერეთ ბალახი, ყვავილები, ხეები, ლამაზი შენობები. კონცენტრირდით სუნთქვაზე და სმარტფონი სახლში დატოვეთ.
- მსუბუქი ტანვარჯიში ნებისმიერი ფორმით. ჩვევად აქციეთ დღის განმავლობაში „ფიზკულტურული“ ხუთწუთიანების მოწყობა. მოწყდით საქმეებს და დაზილეთ კისერი, მხრები და ტერფები მშვიდი მუსიკის ფონზე.
- მცენარეული ჩაი. შეარჩიეთ სასიამოვნო გემო და არომატი, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს და არ იწვევს ალერგიას.
სამი ცუდი ჩვევა, რომელიც ზრდის სტრესს და ამცირებს იმუნიტეტს
- სოციალური ქსელები და სმარტფონის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით ძილის წინ.
- არარეგულარული კვება, ტკბილეულითა და გაზიანი სასმელებით გატაცება. შოკოლადი ხსნის სტრესს მხოლოდ რამდენიმე წუთით. უკეთესი ალტერნატივაა უმი სტაფილო და ქლიავის ჩირი.
- უმოძრაო ცხოვრების წესი. ხანგრძლივი ჯდომა ან წოლა ამცირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და აქვეითებს იმუნიტეტს.
გახსოვდეთ, რომ სტრესთან ზედმეტად აქტიური ბრძოლა არ ღირს. მოთმინებით მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და თანდათან ისწავლეთ მასზე ზრუნვა.