როგორ გავამყაროთ ურთიერთობა მშობიარობის შემდეგ
პატარას დაბადების შემდეგ წყვილში ურთიერთობების გასამყარებლად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა ორივე პარტნიორი კრიზისულ პერიოდს გადის და ის ნელ-ნელა, პატარა ნაბიჯებით უნდა გადალახონ. ბავშვის გაჩენა ნიშნავს უზარმაზარ ცვლილებებს ოჯახურ ცხოვრებაში და დრო დასჭირდება, რომ შეეგუოთ მათ და ცხოვრების ახალი წესი დაამკვიდროთ. ეს პოზიცია — „ჩვენ ახლა სრულიად ახალი ეტაპი გვაქვს და დრო გვჭირდება ყველაფრის მოსაწესრიგებლად“ — თავისთავად უკვე გვეხმარება უფრო რბილად და მარტივად მოვეკიდოთ სირთულეებსა და განცდებს, რადგან აღარ არის საჭირო იმის პრეტენზია, რომ ყველაფერი მარტივია და თქვენ ერთადერთი მეუღლეები ხართ მსოფლიოში, რომლებიც ვერ უმკლავდებიან, თუმცა უნდა შეეძლოთ.
თქვენი ურთიერთობების ამჟამად გასამყარებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი — ერთმანეთზე ზრუნვაა წვრილმანებში, პაწაწინა ეპიზოდებში. ეს შეიძლება იყოს ალერსიანი შეხება, ფინჯანი ცხელი ჩაი, ჩანაწერი, შეტყობინება მესენჯერში. სიყვარულის პატარა ორმხრივი ნიშნები, ერთმანეთით და თქვენი პატარათი აღფრთოვანებით გაჟღენთილი — ეს ის შუქურებია, რომლებიც ფართო გზაზე გაგიყვანთ. ისინი ორივეს სჭირდება: როგორც დედას, რომელიც წუხს, რომ მშობიარობის შემდეგ აღარ ჰგავს ძველ საკუთარ თავს, ასევე მამას, რომელსაც ეშინია, რომ მას აღარასოდეს ექნება ყურადღება და სითბო. და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პატარაზე ზრუნვის თანაბრად გადანაწილება ისე, რომ არ იყოს განცდა, თითქოს ყველაფერს მხოლოდ წყვილის ერთი წევრი „ეწევა“, ვინც არ უნდა იყოს ის.