საბავშვო ოთახის ფერი
საბავშვო ოთახის გაფორმებისას უმჯობესია მოერიდოთ მკვეთრ ლაქებს, უეცარ კონტრასტებს, გაჯერებულ ფერებს.
კედლები — ეს ფონია, რომელიც ეხმარება ბავშვს კონცენტრირება მოახდინოს დედის სახეზე, სათამაშოებზე, საწოლზე დაკიდებულ მობილეზე, საკუთარ ხელებსა და ფეხებზე.
განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ასეთ ფონურ ფერებს:
წითელი — ამძაფრებს ემოციურ რეაქციებს და აშინებს ბავშვებს;
შავი — „ჭამს“ სივრცეს და შთანთქავს სინათლეს; მუქი კედლების ოთახში ბავშვი თავს უხერხულად და შეშინებულად იგრძნობს, განსაკუთრებით ღამით;
ნეონისფერი სალათისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი — ფერების გაჯერება იწვევს სწრაფ დაღლას და ხელს უწყობს გადაჭარბებულ აღგზნებას.
ნეიტრალური გამა — თეთრი და რბილი პასტელური ჩრდილები — კარგი არჩევანია. ოთახი შეიძლება იყოს შპალერით გაკრული მცირე ზომის ნახატით, რომელიც საბავშვო გარემოს უხდება: კურდღლები, გემები, დათუნიები და სხვა საყვარელი პერსონაჟები.
წესი „ბიჭებს — ცისფერი, გოგონებს — ვარდისფერი“ საფუძველს მოკლებულია. ამ ფერებით შეზღუდვამ შეიძლება გარემო მოსაწყენი გახადოს. უკეთესია სამყარო იყოს მრავალფეროვანი, თუმცა მშვიდი და სანდო.