მამაკაცის ნაყოფიერება, ასაკი და ცხოვრების წესი
მამაკაცის ნაყოფიერება არის სპერმატოზოიდების უნარი, მოახდინონ კვერცხუჯრედის განაყოფიერება. მარტივად რომ ვთქვათ, მამაკაცის უნარი, ჰყავდეს შვილები.
ასაკთან ერთად ნაყოფიერება მცირდება და ეს ჩვეულებრივ ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. მამაკაცის ორგანიზმის ამ ფუნქციაზე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს.
უარყოფითად მოქმედებს:
- მავნე ჩვევები — ალკოჰოლი, მოწევა, ნარკოტიკები;
- არასწორი კვება. აქ ბევრი რამ ინდივიდუალურია, მთავარია, რომ კონკრეტულ ორგანიზმს ჰქონდეს ყველა საჭირო ნივთიერება, ხოლო მავნეები რაც შეიძლება ნაკლები იყოს;
- ცუდი ეკოლოგია;
- მჯდომარე ცხოვრების წესი, რომელიც მცირე მენჯში შეგუბებით მოვლენებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე;
- ქრონიკული სტრესი და ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
- არტერიული ჰიპერტენზია.
დადებითად მოქმედებს:
- ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
- რეგულარული ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა;
- სწორი კვება. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ვიტამინების, განსაკუთრებით A და E, ასევე სელენისა და თუთიის ნაკლებობა.
რა თქმა უნდა, ეს ზოგადი ინფორმაციაა და ის უფრო მეტად პროფილაქტიკისთვისაა განკუთვნილი. თუ თქვენს წყვილს ჩასახვასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა აქვს, უმჯობესია საკითხი ინდივიდუალურად, სპეციალისტთან გადაწყვიტოთ.