პედიატრმა უპირველესად დედას უნდა მოუსმინოს — ჰკითხოს ჩივილებზე და გაარკვიოს, როგორ აფასებს ის პატარას განვითარებას. დედის მონათხრობი ხშირად ეხმარება ექიმს იმ დეტალების გამოვლენაში, რომლებიც მიღებისას შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.
კონსულტაციისას პედიატრი ინტერესდება ბავშვის ძილის ხარისხით, ქცევით, აკვირდება ფსიქომოტორულ განვითარებას და მის შესაბამისობას ასაკობრივ ნორმებთან, კვების რეჟიმსა და განავალს.
რეგულარული ვიზიტის დროს იზომება სიმაღლე, წონა, თავისა და მკერდის გარშემოწერილობა. ბავშვი სრულად უნდა დათვალიერდეს, ტანსაცმლის გარეშე. ექიმი აფასებს კანის საფარის ფერს, წარმონაქმნების ან პიგმენტაციის არსებობას, ამოწმებს მოძრაობას ძირითად სახსრებში, მათ შორის მენჯ-ბარძაყის სახსრებში.
3 თვის ასაკში პედიატრთან ერთად რეკომენდებულია ორთოპედისა და ნევროლოგის კონსულტაცია. 6 თვის ასაკში საჭიროა ნევროლოგის, ორთოპედისა და ოფთალმოლოგის ვიზიტი.
სიცოცხლის პირველ წელს პედიატრთან პროფილაქტიკური ვიზიტები უნდა ტარდებოდეს ყოველთვიურად.