ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

ბავშვების ტერფმრუდობა (ბრტყელტერფიანობა) და ტანდეგობა

დასაწყისისთვის, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ ყველა ბავშვი ბრტყელი ტერფით იბადება, ეს ნორმალურია. ტერფის თაღი 5-6 წლისთვის ყალიბდება, ხოლო ტანდეგობა – 7 წლისთვის. მიუხედავად ამისა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბევრ ბავშვს, 1,5-2 წლის ასაკშიც კი, შესაძლოა აღენიშნებოდეს ტერფის ცალკეული ნაწილების პათოლოგიური მდებარეობა ან ხერხემლის ამა თუ იმ ნაწილის კუნთების სისუსტე.

მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პატარას სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემდეგ ფაქტორებს:

  • დროული რაციონალური კვება;
  • აქტიური სეირნობა და თამაშები სუფთა ჰაერზე;
  • ავეჯის შერჩევა ბავშვების სიმაღლის შესაბამისად;
  • სათამაშო კუთხეების და მეცადინეობების ადგილების ოპტიმალური განათება;
  • სწორად მაგიდასთან ჯდომის ჩვევა;
  • სიარულის კონტროლის უნარი.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ტერფმრუდობის და ტანდეგობის დარღვევების მთავარი და ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა სწორი და დროულად დაწყებული ფიზიკური აღზრდა.

განვითარებად ბავშვთა ტერფს რეგულარული ვარჯიში სჭირდება, რომლის ფუნქციასაც შესანიშნავად ასრულებს ფეხშიშველი სეირნობა. ძალიან სასარგებლოა, თუ ბავშვი ხანდახან მაინც ივლის არათანაბარ ზედაპირებზე — ქვიშაზე, კენჭებზე, ბალახზე და ა.შ. ამ დროს მას შეუძლია წინდებში დარჩეს, მაგრამ ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადოს. სახლში, სხვათა შორის, ადვილია ასეთი ზედაპირების "შექმნა". მაგალითად, კენჭებად მშვენივრად გამოდგება ბარდა. შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვს ფანქრების ან ცხვირსახოცების შეგროვება, თავიდან ვაჩვენოთ, როგორ გააკეთოს ეს, შემდეგ კი პატარა დამოუკიდებლად შეასრულებს ამას. წონასწორობის ვარჯიშები შესანიშნავად ავარჯიშებს კუნთებს არა მხოლოდ ტერფების, არამედ ტორსისაც.

ეს მარტივი ზომები საკმაოდ ეფექტური პროფილაქტიკაა ბავშვებში ტერფმრუდობისა და ტანდეგობის დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu