ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

დამატებითი კვების ტრადიციები მსოფლიოში

დამატებითი კვება სხვადასხვა ქვეყნებში: ტრადიციები და პრაქტიკა

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კვების შემოღებასთან დაკავშირებით არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადი რეკომენდაციები, თითოეულ ქვეყანას მაინც თავისი ტრადიციები აქვს, რომლებიც შეიძლება უცნაური, საინტერესო ან ყურადღების ღირსი აღმოჩნდეს.

იაპონია

იაპონიაში არ ჩქარობენ ბავშვის ზრდასრული საკვებით გამოკვებას. პირველ წელს ბავშვის ძირითადი საკვებია დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. დამატებითი კვება გამოიყენება არა იმდენად კვებითი ღირებულებისთვის, რამდენადაც იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს კბენა, ყლაპვა და მყარი საკვების ღეჭვა.

საქართველოში ბევრი დედა ჩქარობს ბავშვის სრულად დამატებით კვებაზე გადაყვანას და ავიწყდება, რომ დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია სიცოცხლის პირველ წელს.

საფრანგეთი

საფრანგეთში დამატებითი კვება ექვსი თვიდან იწყება და გამოირჩევა რაციონის მრავალფეროვნებით. გამოიყენება როგორც ტრადიციული ბოსტნეული — კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, ასევე ნაკლებად გავრცელებული პროდუქტები — ისპანახი, პრასი, მწვანე ლობიო, არტიშოკი, ნიახური და ჭარხალი.

ხილიც მრავალფეროვანია და უკვე 6 თვიდან ბავშვის რაციონში შეიძლება ციტრუსებიც გამოჩნდეს. 8 თვიდან ბავშვთა კერძებს უმატებენ სანელებლებს, მაგალითად, გამხმარ მწვანილსა და ვანილს.

მრავალფეროვნების მნიშვნელობა

ბავშვის რაციონში მრავალფეროვნება უზრუნველყოფს სხვადასხვა საკვები ნივთიერების, ვიტამინისა და მინერალის მიღებას. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ზოგიერთ პროდუქტზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება.

შვედეთი

შვედეთში ტრადიციული დამატებითი კვების გარდა ფართოდ გამოიყენება რძისა და მარცვლეულის საფუძველზე მომზადებული ჟელეს კონსისტენციის პროდუქტი. ის ნოყიერია, ადვილად ასათვისებელი და ეხმარება ბავშვს მყარ საკვებზე თანდათანობით გადასვლაში.

ევროპული პრაქტიკა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დამატებითი კვება იწყება ბოსტნეულის სუპ-პიურეთი. თავდაპირველად იგი შედგება 1–2 ინგრედიენტისგან, თუმცა თანდათან მათი რაოდენობა იზრდება. დაახლოებით ერთ თვეში სუპს ემატება ხორცი და ბავშვი იღებს სრულფასოვან სადილს.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu