მუცლის კანის მოვლა ორსულობის დროს
სტრიები და ცელულიტი ორსულობის დროს
ბარძაყებისა და მუცლის მიდამოში კანის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ორსულობის დროს ჩნდება, არის ძლიერი სტრიები და ცელულიტი.
სტრიების გაჩენას იწვევს კოლაგენისა და ელასტინის წარმომქმნელი უჯრედების დისფუნქცია. ქსოვილების ძლიერი დაჭიმვის შედეგად ზოგიერთ ადგილას ხდება ბოჭკოების გაწყვეტა და ჩნდება თეთრი ან მოწითალო ზოლები. დროთა განმავლობაში ისინი უფრო ღია და ნაკლებად შესამჩნევი ხდება, თუმცა სრულად არ ქრება.
რადგან სტრიების თავიდან აცილება გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი განეიტრალება, მნიშვნელოვანია დროული პროფილაქტიკა.
სტრიების პრევენციის ძირითადი წესები
- წონის კონტროლი: კილოგრამების თანაბარი და ნელი მატება მნიშვნელოვნად ამცირებს სტრიების წარმოქმნის რისკს.
- ფიზიკური აქტივობა: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიურობას და ხელს უშლის მისი გადაჭარბებული დაჭიმვას.
-
კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება: აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს:
- ვიტამინ E-ს — ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს;
- კაკაოს ზეთს — ზრდის კანის ელასტიურობას, კვებავს და ატენიანებს მას;
- ლავანდის ექსტრაქტს — ამაგრებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას.
კოსმეტიკური საშუალებები უნდა წაისვათ ნაზი, მომფერებელი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე. მათი გამოყენება რეკომენდებულია ორსულობის პირველივე კვირებიდან.