ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

flower Aguboy цветок цветок фон страницы фон страницы

თავდაჯერებულობა ორსულობის დროს

ორსულობის განმავლობაში ჩვენი სხეული სიურპრიზებს გვიმზადებს: შეშუპებები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, კანზე გამონაყარი, თმის პრობლემები… შეიძლება გაჩნდეს სირცხვილი, უხერხულობა და თავდაუჯერებლობა იმის გამო, თუ როგორ გამოიყურებით ახლა. მაგრამ დააკვირდით: ყველა ეს პროცესი სხვა — ძალიან მნიშვნელოვანი და უშუალოდ პატარას ტარებასთან დაკავშირებული პროცესების გვერდითი ეფექტებია. იმისათვის, რომ მას სიცოცხლისა და განვითარების პირობები შეუქმნათ, ორგანიზმს უწევს ამისთვის მცირე უხერხულობებით „გადახდა“, მაგრამ… ამ უხერხულობებმა შეიძლება ჩვენში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.

გთავაზობთ, მათ მოეკიდოთ, როგორც „ორკესტრის მომზადებას“: თქვენ მიდიხართ თეატრში, რათა იხილოთ მშვენიერი ბალეტი, მაგრამ მის წინ ნამდვილ კაკაფონიას უსმენთ, რაც გამოწვეულია იმით, რომ თითოეული მუსიკოსი აწყობს ინსტრუმენტს და უკრავს თავის პარტიის ნაწილს. თუმცა, ამის შემდეგ ორკესტრის ორმოდან მშვენიერი მუსიკა გადმოიღვრება და თქვენი ყურადღება სრულად მიპყრობილი იქნება სცენაზე მომხდარით. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, კანის პრობლემები და წონა — ეს თქვენი ორგანიზმის „დაყენებისა“ და პატარასთვის მისი გადაწყობის შედეგია. შეინარჩუნეთ თქვენი ყურადღების ფოკუსი ამ იდეაზე — და უსიამოვნო განცდები თქვენს სხეულში დროებითი გვერდითი ეფექტების გამო გაივლის.

bird flower flower
У нас много полезных статей К выбору статей
Agu