ბავშვის მომავალი სიმაღლე: როგორ გავიგოთ
როგორი სიმაღლის იქნება თქვენი შვილი?
არსებობს მარტივი ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის სავარაუდო სიმაღლის გამოთვლაში.
როგორ გამოვთვალოთ ბავშვის მომავალი სიმაღლე
- შეაჯამეთ დედისა და მამის სიმაღლე სანტიმეტრებში.
- მიღებული რიცხვი გაყავით ორზე.
- გოგონასთვის მიღებულ შედეგს გამოაკელით 6 სმ, ხოლო ბიჭუნასთვის - დაუმატეთ 6 სმ.
ეს ფორმულა იძლევა მხოლოდ საშუალო მაჩვენებელს. ბავშვის საბოლოო სიმაღლეზე გავლენას ახდენს მრავალი სხვა ფაქტორი, მათ შორის კვება, ცხოვრების წესი და გენეტიკა.