როგორ ვითარდება ბავშვის მოტორიკა
რა უნდა შეეძლოს პატარას ხელებით ერთიდან ოთხ წლამდე ასაკში
ერთი წლის ასაკში
- საგანი ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს;
- ერთდროულად იღებს 2 საგანს და ერთმანეთზე აკაკუნებს;
- საგანს იჭერს ცერა და საჩვენებელი თითებით („პინცეტისებრი მოჭიდება“);
- უჯრიდან იღებს საგნებს და უკან აწყობს;
- საჩვენებელი თითით მიუთითებს;
- ერთდროულად აბრუნებს რამდენიმე გვერდს;
- აშენებს კოშკურას ორი საგნისგან;
- დამოუკიდებლად სვამს ჭიქიდან;
- აწყობს პირამიდას.
ორი წლის ასაკში
- აწყობს ფაზლს 3 ნაწილისგან;
- ქაღალდზე ხატავს;
- ხსნის ელვა-შესაკრავს;
- იხდის ტანსაცმელს;
- ხსნის დიდ ღილებს;
- ხელში უჭირავს სქელი ფანქარი;
- გვერდებს სათითაოდ აბრუნებს;
- ხსნის და ხურავს ქილის თავსახურს.
სამი წლის ასაკში
- ფლომასტერს სამი თითით იჭერს;
- მავთულზე ასხამს მძივებს;
- ქვიშაში პოულობს დამალულ საგანს;
- შუაზე კეცავს ქაღალდის ფურცელს;
- ხატავს წრეებს;
- აწყობს ფაზლს 4–5 ნაწილისგან;
- თავად იცვამს;
- იკრავს საშუალო ზომის ღილებს.
ოთხი წლის ასაკში
- მაკრატლით ჭრის;
- იკრავს და იხსნის ღილებს;
- ავლებს ხაზს, რომელიც აერთიანებს ორ წერტილს;
- ხსნის ხრახნს, ატრიალებს გასაღებს საკეტში;
- ფანქარს ზრდასრულივით იჭერს;
- აწყობს ფაზლს 6–12 ნაწილისგან;
- ხატავს ადამიანის ფიგურას 6 ნაწილისგან;
- ხსნის ასანთის კოლოფს.