ბავშვის განვითარების კალენდარი თვეების მიხედვით 1 წლამდე
1-ლი თვე
- მუცელზე წოლისას თავს წევს.
- მზერას აჩერებს უძრავ საგანზე.
- რეაგირებს ხმაურზე შეკრთომით, გაშეშებით, ტირილით.
- ხმაურობს, სუნთქავს.
მე-2 თვე
- მუცელზე წოლისას თავს იჭერს.
- თვალებით მიჰყვება მოძრავ საგნებს.
- თავს ატრიალებს ხმის მიმართულებით.
- იღიმის ალერსზე.
მე-3 თვე
- თავდაჯერებულად უჭირავს თავი.
- ზურგიდან გვერდზე ტრიალდება.
- მუცელზე წოლისას ეყრდნობა წინამხრებს.
- იღიმის და იცინის.
მე-4 თვე
- ზურგიდან მუცელზე ტრიალდება.
- თითებს წოვს (ხელის და ფეხის).
- სწვდება საგნებს.
- „ღუღუნებს“ უფროსებთან.
მე-5 თვე
- დიდხანს წევს მუცელზე, გაშლილ ხელებზე დაყრდნობილი.
- იჭერს საგნებს და უჭირავს.
- ზის დახმარებით, ზურგი მოხრილი აქვს.
- დიდხანს და მღერასავით ღუღუნებს.
მე-6 თვე
- ოთხზე მდგომარეობიდან ჯდება.
- მუცლიდან ზურგზე და უკან ტრიალდება.
- იმეორებს მარცვლებს და ბგერებს, ბაძავს ინტონაციებს.
- პირველი კბილი ამოსდის.
მე-7 თვე
- თავდაჯერებულად ზის სწორი ზურგით.
- იწევა და ცდილობს საწოლში წამოდგომას.
- კარგად ჭამს კოვზით, სვამს ჭიქიდან.
- მრავალჯერ იმეორებს მარცვლებს: „მა-მა-მა“, „პა-პა-პა“, „ბა-ბა-ბა“.
მე-8 თვე
- სწრაფად დაცოცავს.
- დაჯდომის პოზიციიდან ეყრდნობა და დგება, შემდეგ კი ჯდება.
- თავად უჭირავს ხელში და ჭამს საკვების ნაჭრებს.
- ეშინია უცხო ადამიანების.
მე-9 თვე
- დგას საყრდენით.
- ასრულებს მარტივ თხოვნებს.
- იმეორებს მოძრაობებს უფროსების შემდეგ.
- აფართოებს ლექსიკურ მარაგს.
მე-10 თვე
- კარგად დადის საყრდენის გასწვრივ.
- იქნევს ხელს „ნახვამდის“-ის ნიშნად.
- მარცვლებით ასახელებს საგნებს.
- ესმის, როცა აქებენ ან სჯიან.
მე-11 თვე
- თავად დგას.
- კარგად დადის ერთი ხელით დაჭერით.
- იხრება ჩაჯდომის გარეშე, ჯდება საყრდენის გარეშე.
- გამოხატავს სურვილებს — თავს უქნევს ან აქნევს და ა.შ.
მე-12 თვე
- თავად დადის, დგება და ჯდება.
- იცის და წარმოთქვამს რამდენიმე სიტყვას.
- იცის რამდენიმე უფროსისა და ბავშვის სახელი.
- გეხმარებათ ჩაცმასა და დაბანაში.