როგორ ვირეაგიროთ ბავშვის ქცევაზე სწორად
იმისთვის, რომ პატარამ არ იჭირვეულოს, ისწავლეთ სწორად რეაგირება მის ქცევაზე.
ბავშვი არ ჭამს
არასწორია: ნებისმიერ ფასად ცდილობთ მის გამოკვებას.
სწორია: ყურადღება გადაატანინეთ, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ფრთხილად შესთავაზეთ საკვები.
ბავშვს არ სურს გარეთ გასასვლელად ჩაცმა
არასწორია: დასჯა.
სწორია: ნუ იჩქარებთ, წყნარად ესაუბრეთ მას და თამაშის მეშვეობით დაარწმუნეთ ჩაიცვას.
ბავშვმა კედლები მოხატა
არასწორია: დაუყვიროთ პატარას.
სწორია: აჩვენეთ, რომ გაღიზიანებული ხართ, უყიდეთ მისთვის სახატავი ფურცლები და კედლებზე ჩამოკიდეთ.
ბავშვმა სუნამო დაღვარა
არასწორია: გაუბრაზდეთ ბავშვს.
სწორია: აჩვენეთ, რომ გაღიზიანებული ხართ, მოაშორეთ სხვა ნივთები, რათა პატარამ არ გააფუჭოს ისინი.
ბავშვი ყვავილების ქოთნებში მიწას თხრის და ფანტავს მას
არასწორია: დასჯა.
სწორია: სთხოვეთ ასე აღარ მოიქცეს, ქოთნები კენჭებით ამოავსეთ და ხშირად ატარეთ ქვიშის ყუთთან.
ბავშვი ექიმთან ცუდად იქცევა
არასწორია: გაუბრაზდეთ პატარას.
სწორია: ეცადეთ დაამშვიდოთ პატარა, შესთავაზეთ რაიმე გემრიელი და თამაშით გადაატანინეთ ყურადღება, რათა განწყობა გამოუკეთდეს.