როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?
ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართოთ
- თუ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები შეამჩნიეთ, გაუზიარეთ თქვენი განცდები თერაპევტს ან ფსიქოლოგს — ისინი დაგეხმარებიან.
- თხოვეთ ახლობლებს დახმარება.
- ზრუნეთ საკუთარ თავზე: სთხოვეთ მეუღლეს ან ნათესავს, ცოტა ხნით მოუაროს პატარას.
დამშვიდება და დრო საკუთარი თავისთვის
- გამოიძინეთ.
- მიიღეთ შხაპი.
- წაიკითხეთ.
- ნუ ეცდებით ყველაფრის ერთად გაკეთებას — ახლა თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული: პატარაზე ზრუნვით.
- ეცადეთ დაისვენოთ ყოველი შესაძლებლობისას.
- საშინაო საქმეები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
- დაკავდით საკუთარი თავითა და პატარათი — დანარჩენი ყველაფერი მოიცდის.