თვითმფრინავით მგზავრობა ორსულობის დროს
როგორ იმგზავროთ თვითმფრინავით ორსულობის დროს
- რეგისტრაციისას მოითხოვეთ ადგილი, სადაც შეძლებთ ფეხების გაჭიმვას.
- წელის ქვეშ დაიდეთ პატარა ბალიში.
- გაიხადეთ ფეხსაცმელი და ჩაიცვით წინდები.
- ყოველ საათში დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი.
- თან იქონიეთ ჯანსაღი წასახემსებელი.
ვარჯიშების შესრულება ფრენის დროს
- გაჭიმეთ ხელები წინ, მკერდის დონეზე — 5 გამეორება.
- მოაბრუნეთ კისერი მარცხნივ და მარჯვნივ — 5 გამეორება.
- აატრიალეთ ტერფები — 5 გამეორება.
- გაიკეთეთ წვივების მასაჟი — 5 გამეორება.
- გაშალეთ და მოხარეთ ფეხები მუხლებში — 5 გამეორება.