ბავშვი არ უჯერებს მშობლებს: რა ვქნათ?
როგორ გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს ბავშვთან?
პრობლემა: ბავშვი ყველაფერზე ამბობს „არა“-ს, არ გვიჯერებს და კაპრიზობს.
გამოსავალი: იმოქმედეთ მოკლედ, მკაფიოდ და სისტემურად.
- ლაკონურობა: გამოიყენეთ 3–4 სიტყვიანი ფრაზები. მაგალითად: „ჩემი მზე ხარ!“
- ემოციების ახსნის გარეშე: ბავშვი ჯერ ვერ აღიქვამს მათ.
- უარყოფის გარეშე: ფრაზაში „არ გაიქცე“ ბავშვს ესმის მხოლოდ „გაიქცე“.
- აკრძალვების ლიმიტი: 2 წლამდე — მაქსიმუმ 5–7 მკაცრი აკრძალვა.
- სიტყვების ვარიაცია: არ გამოიყენოთ მხოლოდ „არ შეიძლება“. თქვით: „საშიშია“, „ბინძურია“ და სხვა.
- ყურადღების გადატანა: შეცვალეთ აქტივობა, რომ შეწყვიტოს არასასურველი ქცევა.
- გაოცება: ყვირილის ნაცვლად ჩურჩულით საუბარი.