ახალშობილის პირველი ბანაობა დასურათებული
პატარას ბანაობა — როგორ და რამდენად ხშირად?
სიხშირე
- აბაზანა: არ არის საჭირო ახალშობილის ყოველდღიურად დაბანა, საკმარისია კვირაში 2–3-ჯერ.
- დაბანა და ჩაბანა: ყოველდღიურად.
0–3 კვირა
- სველი ღრუბლით გაწმენდა, სანამ ჭიპლარი არ მოძვრება.
- პროცედურის დასრულების შემდეგ ფრთხილად გააშრეთ ჭიპლარის ჭრილობა.
4+ კვირა
- შეგიძლიათ დაიწყოთ აბაზანაში ბანაობასთან შეჩვევა.
როდის ვაბანაოთ?
- დილა: თუ ბანაობისგან პატარა ზედმეტად აღიგზნება — პროცედურა დილით ჩაატარეთ.
- საღამო: თუ აბაზანა ამშვიდებს — დაბანეთ საღამოს, ძილის წინ.
აირჩიეთ დრო, როდესაც:
- პატარა არ არის მშიერი და არც ზედმეტად დაღლილი.
- თქვენ არსად გეჩქარებათ და არაფერი გაგაფანტავთ ყურადღებას.
- გყავთ ვინმე, ვისაც საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სთხოვთ.
რა შეიძლება გაკეთდეს
- ესაუბრეთ და ეთამაშეთ პატარას ბანაობის დროს — ეს ამშვიდებს და ართობს მას.
- ბანაობისთვის გამოიყენეთ სპეციალური საბავშვო აბაზანა.
- დაბანეთ მეუღლესთან ერთად — აძლიერებს ოჯახურ კავშირებს.
- ბანაობის შემდეგ შეახვიეთ და გაათბეთ პატარა.
რა არ შეიძლება გაკეთდეს
- არ გაუხეხოთ ძლიერად პატარას ნაზი კანი და თავი.
- არ დატოვოთ პატარა აბაზანაში უმეთვალყურეოდ.
- არ გამოიყენოთ ცხელი წყალი.
- არ გამოიყენოთ ზედმეტად საპნიანი წყალი და ბევრი შამპუნი.
- არ უპასუხოთ სატელეფონო ზარებს და კარზე ზარებს.
- არ დაბანოთ პატარა კვებისთანავე.
შეხსენება და მნიშვნელოვანი ციფრები
- +27°C — ტემპერატურა ოთახში
- +37°C — წყლის ტემპერატურა
- ~13 სმ — წყლის სიღრმე