როგორ გავუმაგროთ იმუნიტეტი 2-დან 4 წლამდე ბავშვს?
ყველაფერი ბავშვის იმუნიტეტის შესახებ 2–დან 4 წლამდე
გაუმაგრეთ ბავშვს იმუნიტეტი. გსურთ დაიცვათ პატარა გაციებისგან? სცადეთ ჩვენი რჩევების გამოყენება — ისინი მთელი ოჯახისთვის გამოგადგებათ.
- ხშირად დაიბანეთ ხელები. მნიშვნელოვანია მიკრობებისგან გათავისუფლება.
- აკონტროლეთ კვება. რაციონში ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს: კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, ნიორი, კენკრა, ბროწეული, მზესუმზირა და სელის თესლი.
- დაისვენეთ. ადამიანს სჭირდება 9–14 საათი ძილი, ასაკის მიხედვით. ძილის ნაკლებობისას ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონებს, რომლებიც თრგუნავენ იმუნიტეტს.
- მავნე საკვები. შეზღუდეთ მავნე საკვებისა და შაქრის მოხმარება, რამაც შეიძლება დათრგუნოს იმუნიტეტი.
- დალიეთ ბევრი წყალი. მიეცით საშუალება ორგანიზმს გათავისუფლდეს არასაჭირო ნივთიერებებისგან.
- პრობიოტიკები რაციონში. მიირთვით ბევრი იოგურტი, კეფირი ან მაწონი. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გადაწყვეტთ პრობიოტიკების აბების სახით არჩევას.