ნუ შეუდგებით ზღურბლიდანვე საოჯახო საქმეებს
მშობიარობის შემდგომი ემოციური აღმაფრენისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს მარტივად გააკეთებთ, თუმცა ორგანიზმს პირველ რიგში დასვენება და აღდგენა სჭირდება.
თქვენ გადახვედით ვებგვერდის ქართულ ვერსიაზე
Вы перешли на грузинскую версию сайта
Заявление компании
22 мая ряд СМИ и
Продукция из этой же партии прошла исследование в испытательном лабораторном центре Роспотребнадзора (ФБУЗ «Центр гигиены и эпидемиологии в городе Москве»). Результаты проверки подтвердили отсутствие
როგორ გავხადოთ სახლში გატარებული პირველი 24 საათი უფრო მშვიდი და კომფორტული? გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ახალ რეალობასთან ადაპტაციაში.
მშობიარობის შემდგომი ემოციური აღმაფრენისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს მარტივად გააკეთებთ, თუმცა ორგანიზმს პირველ რიგში დასვენება და აღდგენა სჭირდება.
ურჩიეთ მეგობრებსა და ახლობლებს სტუმრობა გადადონ, სანამ პატარა სულ მცირე ერთი თვის არ გახდება. ეს დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ოჯახს.
ნუ მოგერიდებათ ახლობლებს კონკრეტული მითითებები მისცეთ. მათ შეუძლიათ:
თუ პატარას სახლში მიმავალ გზაზე ჩაეძინა, ფრთხილად გადაიყვანეთ ავტომობილის სავარძლით წყნარ ოთახში და სთხოვეთ ახლობელს მას მიხედოს. ამ დროს თქვენ შეძლებთ შხაპის მიღებას და მშვიდად ჭამას.
ახლა სახლში ყველაფერი ისე უნდა იყოს მოწყობილი, როგორც თქვენთვისაა მოსახერხებელი. მოიწყვეთ კომფორტული „ბუდე“, სადაც პატარასთან ერთად დიდ დროს გაატარებთ.
ხშირად სამშობიაროდან სახლში დაბრუნება რძის მოსვლას ემთხვევა. ლაქტოსტაზის თავიდან ასაცილებლად, მიიყვანეთ პატარა მკერდთან ყოველ 1.5–2 საათში ერთხელ.
პირველი ღამე შეიძლება ემოციური და დამღლელი იყოს. იმისათვის, რომ სიბნელეში ნივთების ძებნა არ დაგჭირდეთ, მოამზადეთ ყველაფერი საღამოდანვე.
მრავალი თვისა და წლის შემდეგ, ამ სათუთ ფოტოებს რომ დაათვალიერებთ, თითქოს ხელახლა განიცდით პირველ დღეს სახლში დიდი ხნის ნანატრ პატარასთან ერთად.