ილია არის ოჯახის კონსულტანტი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი, არტ-თერაპიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, #220 პოლიკლინიკის სამედიცინო ფსიქოლოგი. ის არის რუსეთის არტ-თერაპიული ასოციაციის წევრი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კანდიდატი.
2013 წელს დაამთავრა პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის ინსტიტუტი (ИППиП), სპეციალობით — „ფსიქოლოგიური კონსულტირება“. 2014 წელს სწავლობდა რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში, იმაღლებდა კვალიფიკაციას თემაზე „სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია“. ამჟამად გადის პროფესიულ გადამზადებას სპეციალობით „ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზი“.
2004-2011 წლებში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ინსტიტუტ „იმარტონში“ (НОУ Институт практической психологии «Иматон», სანქტ-პეტერბურგი) და იქვე – პროფესიული გადამზადება სპეციალობით „არტ-თერაპევტი“. 2014 წლიდან მუშაობს არტ-თერაპევტად და ფსიქოლოგად მოსკოვის არტ-თერაპიის ცენტრში. ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
მუშაობდა ფსიქოლოგად საოჯახო ჯანმრთელობის ცენტრ „ენოტერაში“, ფსიქოლოგიურ კრიზისულ ცენტრ „იაროსლავნაში“ პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის ინსტიტუტთან არსებულ, ბავშვთა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, არტ-თერაპევტად ფსიქოლოგურ-პედაგოგიური დახმარებისა და კორექციის ცენტრ „სტროგინოში“.
არის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის შემოქმედებითი მეცადინეობების ავტორი და წამყვანი „შემოქმედებით სახელოსნოებში“ (ЦСИ «Винзавод»), სადაც ილია ალექსანდროვიჩი ხელმძღვანელობს XX საუკუნის ხელოვნების მხატვრულ სტუდიას „შავი სამკუთხედი“. ის არის არტ-პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის მეთოდებზე დაფუძნებული განმავითარებელი მეცადინეობების პროგრამის ავტორი.
დაკავებულია მოზრდილთა ინდივიდუალური კონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით შფოთვის, შიშების, დეპრესიის, ურთიერთობებისა და თვითშეფასების პრობლემების, ფსიქოსომატური დარღვევებისა და რეაქციების, პიროვნული კრიზისების, მწუხარების, დანაკარგის სიტუაციების დროს. ატარებს არტ-თერაპიულ ჯგუფებსა და ტრენინგებს მოზრდილებისთვის, კორექციულ და განმავითარებელ მეცადინეობებს ბავშვებთან და მოზარდებთან.