ვებგვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის გარეშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს

фон страницы фон страницы
ორსულობის კალენდარი
цветок Aguboy Ягода Ягода
ორსულობის მე-19 კვირა

ორსულობის მე-19 კვირა

ამ კვირაში თქვენი პატარა მწიფე მანგოს ზომას აღწევს. პატარას სიგრძე: 20 – 23 სმ პატარას წონა: 210 – 350 გრ

როგორ ვითარდება თქვენი პატარა?

ორსულობის მე-19 კვირას თქვენს პატარას საჭმლის მომნელებელი სისტემის ფორმირება სრულდება. ახლა მის ნაწლავებში თანდათან გროვდება მეკონიუმი – პირველადი განავალი, რომელიც ორგანიზმიდან მშობიარობის პირველ დღეებში გამოიყოფა. სხეულის ზედაპირი იფარება ყველისებრი თეთრი ცხიმით, რომელიც ნაზ კანს ინფექციებისა და მექანიკური დაზიანებებისგან იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვებით სუნთქვას ბავშვი მხოლოდ დაბადების შემდეგ დაიწყებს, ისინი უკვე აქტიურად ვითარდებიან. ამ კვირაში ყალიბდება ბრონქიოლები – ბრონქების უმცირესი განშტოებები. ტვინში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები: ფორმირდება ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია შეხებაზე, ყნოსვასა და გემოზე.

რა ცვლილებები ხდება თქვენს ორგანიზმში?

ორსულობის შუა პერიოდი ახლოვდება და მუცელი უკვე შესამჩნევად დამრგვალდა. შესაძლოა დროდადრო იგრძნოთ ტკივილი გვერდებსა და ბოქვენის არეში, განსაკუთრებით სხეულის პოზიციის შეცვლისას. ამის მიზეზია გაზრდილი საშვილოსნოს საყრდენი იოგების დაჭიმულობა.

ჰორმონების გავლენით ძლიერდება პიგმენტაცია. მუცელზე მუქი ხაზის გარდა, შესაძლოა გაჩნდეს ლაქები სახესა და სხეულზე. მშობიარობის შემდეგ ისინი თანდათან გაქრება. კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის მიმართ, ამიტომ აუცილებელია მაღალი SPF-ის (30–50) დამცავი კრემის გამოყენება.

ორსულობის მე-19 კვირას ნაყოფი აქტიურად იმატებს კანქვეშა ცხიმს და საჭიროებს დამატებით ენერგიას. რაციონში ჩართეთ რთული ნახშირწყლები: ფაფები, მთლიანი მარცვლეულის პური, მყარი ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული მაკარონი.

ანალიზები და გამოკვლევები

თუ გასულ კვირას შარდის საერთო ანალიზი არ ჩაგიბარებიათ, აუცილებელია მისი ჩატარება მიმდინარე პერიოდში.

ეს საინტერესოა

ორსულობის მე-19 კვირას ნაყოფს უყალიბდება მოლარების ჩანასახები.

კვირის საქმე

გაზრდილი მუცლის გამო შესაძლოა ძილი გაგიჭირდეთ. ორსულებისთვის განკუთვნილი ბალიში დაგეხმარებათ კომფორტული პოზიციის შერჩევაში და შეამცირებს ზურგზე დატვირთვას.