კვირების მიხედვით დათვლა უფრო მოსახერხებელია: ეს საშუალებას იძლევა მთელი ორსულობის განმავლობაში უფრო გულდასმით გაკონტროლდეს დედისა და ბავშვის მდგომარეობა. თუმცა, ჩასახვის ზუსტი თარიღის დადგენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ორსულობის ვადის ათვლა ხდება ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან (ამ დროს საკვერცხეში მწიფდება კვერცხუჯრედი, რომელიც 14-15 დღის შემდეგ განაყოფიერდება სპერმატოზოიდით). ამიტომ, ექიმის მიერ განსაზღვრული ჩასახვის თარიღი შეიძლება რეალურს ორი კვირით ჩამორჩებოდეს. იგივე ეხება ორსულობის 1-ლ კვირასაც.
რა ხდება?
ორსულობის 1-ლი კვირა ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ არის ორსულობა. ქალის ორგანიზმი მხოლოდ კვერცხუჯრედის გამოსვლისთვის ემზადება. ყოველთვიურად თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემა ცვლის ჰორმონალურ ფონს, რათა განაყოფიერებისთვის მოამზადოს ერთ-ერთი (იშვიათ შემთხვევებში რამდენიმე) 300 000-დან ქალის უჯრედი. საშუალოდ, პროცესი დაახლოებით ორ კვირას გრძელდება. თუ მომწიფებული კვერცხუჯრედი შეხვდება სპერმატოზოიდს და მოხდება განაყოფიერება, მაშინ ახალი სიცოცხლე დაიწყება. ახლა კი თქვენ გაქვთ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა. ამგვარად, საშვილოსნოს ღრუ იწმინდება "ძველი" ენდომეტრიუმისგან და ამავდროულად იწყებს ახალი შრის წარმოქმნას, რომელიც შეიძლება გამოადგეს მომავალ ემბრიონს.
თქვენი მდგომარეობა
ჯერ თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ "იდეაა" და არა რეალური ორგანიზმი. ჩასახვა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მოხდება, ხოლო ორსულობის პირველი ნიშნები და სიმპტომები კიდევ უფრო გვიან გამოჩნდება. ამიტომ ამ "ვადაზე" რაიმე განსაკუთრებულ შეგრძნებებზე საუბარი ნაადრევია. ამ მომენტში თქვენ, სავარაუდოდ, არც კი იცით, რა გელით უახლოეს ცხრა თვეში.
ამ კვირაში თქვენ გაქვთ მენსტრუაცია, ამიტომ მუცელი ოდნავ გადიდებულია. ეს ნორმალურია, სულ რამდენიმე დღე გავა და ის უფრო ბრტყელი გახდება. ორგანიზმის ყველა ძალა მიმართულია კვერცხუჯრედების გამომუშავებაზე, მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, ამიტომ შეიძლება გაღიზიანებული გახდეთ. ბევრ ქალს მენსტრუალური სისხლდენა თან ახლავს მუცლის ქვედა ნაწილში და ზოგჯერ წელის არეში გამწევ ტკივილს. მშობიარობის შემდეგ ტკივილი შეიძლება შესუსტდეს ან სულაც შეწყდეს.
რეკომენდაციები
უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის 1-ლი კვირა თეორიული ხასიათისაა, მაგრამ თუ დედობისთვის ემზადებით, სწორედ ახლა შეგიძლიათ მყარი საფუძველი ჩაუყაროთ თქვენი პატარას ჯანმრთელობას. ეს გაზრდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსებს და უზრუნველყოფს მომავალი ემბრიონის ჰარმონიულ განვითარებას.
ამიტომ, ორსულობის პირველივე კვირიდან ყურადღება მიაქციეთ თქვენს ცხოვრების წესს:
-
უარი თქვით მოწევაზე;
-
არ გამოიყენოთ ალკოჰოლი;
-
შეაფასეთ, რამდენად ხელსაყრელია საცხოვრებელი და სამუშაო პირობები;
-
თუ ექიმმა დაგინიშნათ მედიკამენტები, დაინტერესდით, შეიძლება თუ არა მათი მიღება ორსულობის დაგეგმვისას;
-
პირველ კვირაში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ რენტგენი, განსაკუთრებით მენჯისა და მუცლის არეში;
-
ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, არ ეწვიოთ ხალხმრავალ ადგილებს;
-
დაიწყეთ სწორად კვება - უარი თქვით დიდი რაოდენობით ყავის, მაგარი ჩაის, შოკოლადისა და გაზიანი სასმელების მოხმარებაზე;
-
მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი ორსულებისთვის;
-
მოერიდეთ სტრესსა და გადაღლას.